როგორ გადავრჩეთ საშინელებათა ფილმის ყურების დროს/შემდეგ

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

1.თუ ღამით რაიმე ხმაური გაიგეთ, არ ადგეთ საწოლიდან და არ ეძებოთ “ვინმე”. უბრლოდ ძილი გააგრძელეთ.

 

2.თუ ერთ–ერთი თქვენგანი გთავაზობთ გაყოფასა და სხვადასხვა გზით სიარულს, სახეში მუშტი უთავაზეთ!

 

3.თუ ღამით ტყეში მანქანით მიდიხართ და საბურავი დაგეშვათ, არვითარ შემთხვევაში არ გადმოხვიდეთ მის სესაცვლელად, უბრალოდ განაგრძეთ წყეული გზა, დანიშნულების ადგილამდე მაინც მიაღწევთ!

 

4.ჩაიცვით რაც შეიძლბა მეტი ტანსაცმელი!

 

5.არასდროს ჩაუკეტოთ მეგობრებს კარი, როდესაც ფიქრობთ, რომ უსაფრთხო ოთახში ხართ:

 

6.თქვენი გადარჩენის შანსი იზრდება, თუ “ნერდი” და არაპოპულარული გოგონა ხართ, მონსტრები მათ რატომღაც არასდროს ერჩიან:

 

7.თქვენი გადარჩენი შანსები დაბლა იწევს, თუ ძლიერი და სიმპათიური მამაკაცი, ჩირლიდერი გოგონა ან რომელიმეს მეგობარი ხართ:

 

8.არასდროს დასცინოთ თქვენთვის “უცნაურ” ადამიანებს. მათ იციან რომელ მონსტრად გადაქცევა შეუძლიათ…

 

9.რაც არ უნდა მოხდეს, უკან არასდროს გაიხედოთ!

 

10.თუ მანიაკი მოკვდა, ნუ გაჩერდებით, გაიქეცით!

 

11.მობილური ტელეფონი ყოველთვის ბოლომდე დატენეთ!

 

12.სახლში ყოველთვის ყველა კარი და ფანჯარა ჩაკეტეთ!