“რემბო 5” – დეტალები

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ჭორები გამართლდა და ოფიციალურად დაანონსდა, რომ “რემბო 5″–ს მაყურებელი მალე იხილავს. მასში ისევ მონაწილეობს სილვესტერ სტალონე ვიეტნამის ვეტერანი ჯონ რემბოს როლში.

ჰოლივუდში ამბობენ, რომ ფილმს ერქმევა “რემბო: ახალი სისხლი” და ის მოგვიყვება ამბავს ჯონ რემბოზე, რომელიც არიზონას რანჩოზე ცხოვრობს, იტანჯება პოსტ–ტრავმატური სტრესისაგან და ცდილობს დაკავდეს ნებისმიერი რამით. ის აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახის მეგობრის ნათლული დაიკარგება მექსიკაში. რემბო კი მის მოსაძებნად მიდის.

გადაღებები 1–ელ სექტემბერს დაიწყება და მოიცავს ბულგარეთს, კანარის კუნძულებს, ინგლისსა და ა.შ.

გაუზიარე მეგობრებს!