ვინ არის კაცი, რომელმაც ბრედ პიტი ჩაანაცვლა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ანჯელინა ჯოლისა და ითენ ჰოუკს შორის რომანტიკული გრძნობები ჯერ კიდევ არსებობს, ამის შესახებ ამერიკული ტაბლოიდი RadarOnline წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც 15 წლის ერთად ითამაშეს ფილმში “სიცოცხლეზე მონადირე”, რომანტიკული მეგობრობა ამ დრომდე გრძელდება.

მედიის მტკიცებით, ჰოუკს და უმა ტურმანს ოჯახი წლების წინ სწორედ ანჯელინას გამო დაენგრათ.

ჰოუკი და ჯოლი მიმდინარე რომანის შესახებ არაფერს ამბობენ. ბრედ პიტთან ოჯახის დანგრევის შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ დაწერა ანჯელინას ახალი რომანების შესახებ, თუმცა არცერთი მათგანი ამ დრომდე არ დადასტურებულა.