ბრიუს უილისის 63–ე დაბადების დღე

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

1955 წლის 19 მარტს სამყაროს ნიჭიერი მსახიობი და შესანიშნავი პიროვნება, უოლტერ ბრიუს უილისი მოევლინა. გადავხედოთ მის ეკრანულ კარიერას წლების მანძილზე:

ბრიუსი ეკრანებზე პირველად 1980 წელს ვიხილეთ ფილმში “პირველი სასიკვდილო ცოდვა/The First Deadly Sin”, შემდეგ იყო როლები ფილმებში “კერკეტი კაკალი/Die Hard 1988 წელს, “მოთამაშე/The Player” 1992 წელს, “მაკულატურა/Pulp Fiction” 1994 წელს, 2000–იანი წლებიდან მან ითამაშა ფილმებში “ბავშვი/The Kid”, “ბანდიტები/Bandits”, “ჰარტის ომი/Hart’s War”, “მზის ცრემლები/Tears of the Sun”, “მძევალი/Hostage”, “მკვლელობა/The Assassination”, “რედი/RED“, “ამომავალი მთვარის სამეფო/Moonrise Kingdom”, “პრინცი/The Prince”, “ძალადობის აქტები/Acts of Violence“, “სიკვდილის სურვილი/Death Wish“, “პირველი მკვლელობა/First Kill” და უამრავი სხვა.

 

მსახიობმა სულ 115 ფილმსა თუ სერიალში მიიღო მონაწილეობა და ყოველ ჯერზე თავს უნიკალურად შესრულებული როლებითა და პროფესიონალიზმით გვამახსოვრებდა.

მისი პიროვნებას თუ განვიხილავთ, მსახიობის ოჯახსა და სამეგობრო წრეში ბრუნოს ეძახიან, ზოდიაქოთი სასწორია, მსახიობობის გარდა მუსიკოსობითაცაა დაკავებული.

მისი გამონათქვამებია:
იმით უფრო ვამაყობ, რომ მამა ვარ, ვიდრე იმით, რომ მსახიობი ვარ
შენ არ შეგიძლია დააბრუნო წარსული, მაგრამ შეგიძლია აღარ გაიმეორო ის
თმის ცვენა არის ღმერთის გზა მითხრას, რომ ადამიანი ვარ

და მრავალი სხვა.