ნიკოლას ქეიჯი ახალ თრილერში “Running With the Devil”

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

The Hollywood Reporter“-ს ნცობით ნიკოლას ქეიჯი ახალ თრილერში მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით “Running With the Devil“. მასში ასევე ითამაშებენ ლესლი ბიბი, ლორენს ფიშბერნი, ბარი პეპერი, ადამ გოლდბერგი, კლიფტონ კოლინს ჯუნიორი, კოულ ჰასერი და პიტერ ფესინელი.

 

რეჟისორი გახლავთ ჯეისონ კაბელი. ფილმის გადაღებები კი ამ კვირას ახალ მექსიკაში დაიწყო. ისტორია ეხება კოკაინის გადაზიდვას მექსიკიდან კანადაში აშშ-ს გავლით. როდესაც კარტელის ლიდერს, ცნობილს, როგორც დიდი ბოსი, (მას ითამაშებს ბარი პეპერი) პრობლემები შეექმნება, იგი იძახებს მის ყველაზე სანდო ადამიანს (რომელსაც ნიკოლას ქეიჯი ითამაშებს) და კიდევ ერთ მასტერს ნარკოტიკების საკითხში (ლორენს ფიშბერნის პერსონაჟი), რათა უხელმძღვანელონ სახიფათო ნარკომოგზაურობას.

ასევე არიან სხვა პერსონაჟებიც: ფერმერი (კლიფტონ კოლინს ჯუნიორი), რომელიც ცოლთან და შვილებთან ერთად კოლუმბიის ჯუნგლებში მუშაობს; ე.წ შემსრულებელი (კოულ ჰასერი), რომელიც ნიკოლას ქეიჯისა და ფიშბერნის პერსონაჟებს ეხმარება საქმეში და ე.წ ჩამშვები, რომელიც საიდუმლოებებს გასცემს (ადამ გოლდბერგი). აგენტისა და მისი დამხმარის როლს ლესლი ბიბი და პიტერ ფესინელი შეასრულებენ.

“LLC” მთლიანად აფინანსებს ფილმს, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაანონსებულა.