ელიზაბეტ ტეილორის რვა მამაკაცი

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ელიზაბეტ ტეილორი, მსახიობი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალბატონს უწოდებდნენ. მის ფილმოგრაფიაში 65 არაჩვეულებრივი კინოროლია და რეალურ ცხოვრებაშიც სასიყვარულო მელოდრამების ნამდვილი გმირი გახდა. ტეილორი ოფიციალურად 8-ჯერ იყო დაქორწინებული, ორჯერ ერთსა და იმავე მამაკაცზე. ელიზაბეტი ჰოლივუდის პირველი კინოვარსკვლავი იყო, რომელმაც მილიონობით ჰონორარები მიიღო. გავიხსენოთ ის მამაკაცები, რომლებიც ტეილორს თავდავიწყებით უყვარდა:

1.კონრად ჰილტონი

პირველად, 23 წლის ასაკში, საკურთხეველთან კონრადმა მიიყვანა. ახალგაზრდა გოგონას რჩეული 18 წლის ბიჭი აღმოჩნდა, სასტუმრო Hilton-ის ქსელის მფლობელის მემკვიდრე. ურთიერთობა 50-იანების დასაწყისში ვითარდებოდა: ერთმანეთი ღამის კლუბში გაიცნეს და 2 თვის შემდეგ დაინიშნენ. ქორწილზე 700 სტუმარი შეიკრიბა. პატარძლის კაბაზე გრეის კელის საქორწილო კაბის ავტორმა ჰელენ როუზმა იზრუნა. ჯახური იდილია ერთ წელზე ნაკლებ დროში დაინგრა. გაყრა ტეილორმა მოითხოვა, მას არ მოსწონდა ქმრის ქარაფშუტული საქმიანობა: კაზინო, ქალები, სასმელი… ერთხელაც, ნასვამ მდგომარეობაში ორსულ ცოლს დაარტყა. ელიზაბეტს ბავშვი არ შეუნარჩუნდა. მსახიობს სამახსოვროდ Hilton-ის აქციები და ძვირადღირებული საჩუქრები დარჩა.

 

2.მაიკლ უილდინგი

მეორედ საკურთხევლისკენ 1 წელიწადში გაემართა. ახალი რჩეული მსახიობი მაიკლ უილდინგი აღმოჩნდა. მამაკაცი ლამაზმანზე 20 წლით უფროსი იყო და ელიზაბეტთან ურთიერთობის გამო ცოლსაც კი გაშორდა. წყვილს ქორწილით პრესის ყურადღება არ მიუქცევია. ქორწინებამ 5 წელს გასტანა და 2 ვაჟიშვილი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს და კარიერას წარმატებულად უთავსებდა, ელიზაბეტს მსგავსი ცხოვრების სტილი მობეზრდა და უილდინგი მიატოვა.

 

3.მაიკლ ტოდი

მეორე განშორების შემდეგ, ლამაზმანი დაუქორწინებელ მდგომარეობაში მხოლოდ 3 დღე დარჩა. მომავალი შეყვარებული პროდიუსერი მაიკლ ტოდი იყო. ის 24 წლით უფროსი იყო მასზე და მსახიობის სიტყვებით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ქორწინება იყო. მისი მეშვეობით ელიზაბეტმა ჰოლივუდის ყველაზე შემოსავლიან ფილმებში მიიღო მონაწილეობა, რამაც მისი ვარსკვლავური გზა მეტად ბრწყინვალე გახადა. ტეილორმა ტოდს ქალიშვილი გაუჩინა, თუმცა 1 წლის შემდეგ, მაიკლი პირადი თვითმფრინავის ავიაკასტროფაში დაიღუპა. ელიზაბეტიც მასთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავადმყოფობის გამო სახლში დარჩა.

4.ედი ფიშერი

ესტრადის მომღერალი, ელიზაბეტის გარდაცვლილი ქმრის, ტოდის ახლო მეგობარი იყო. სწორედ ედიმ ანუგეშა მსახიობი ამ ტრაგიკული მოვლენისას, რის გამოც ტეილორი ალკოჰოლისკენ მიისწრაფვოდა. ედიმაც ცოლი და ორი შვილი ელიზაბეტის გამო მიატოვა. მსახიობმა კი საპასუხოდ, მისი რელიგია, იუდაიზმი მიიღო. ქმარი ყველა ახირებას უსრულებდა ქალბატონს. მათმა ქორწინებამ 5 წელს გასტანა, იმ დრომდე, სანამ ლამაზმანის ცხოვრებაში რიჩარდ ბარტონი გამოჩნდა.

5/6.რიჩარდ ბარტონი
ჯერ გაყრა ოფიციალურად გაფორმებული არ იყო, რომ ელიზაბეტს თავს ვნებიანი რომანი დაატყდა – ეს იყო მისი კოლეგა ფილმის “კლეოპატრას” გადაღებებიდან. ელიზაბეტთან შეხვედრისას, რიჩარდ ბარტონიც დაქორწინებული იყო. პრესა გულმოდგინედ აკვირდებოდა მათი რომანის განვითარებას. სიყვარულის ეს ისტორია საუკუნის მოვლენა გახდა.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რიჩარდმა განაცხადა, რომ ცოლთან დაშორებას არ აპირებდა. ამ სიტყვების გამო ტეილორს ცხოვრებიდან მისი გაქრობა სურდა. თუმცა მოგვიანებით, ლამაზმანი ბარტონს გაგიჟებით შეუყვარდა: “ვბრმავდები როცა ვერ გხედავ. ვერც კი იაზრებ რამდენად მშვენიერი ხარ!”-წერდა წერილებში.

ამ ურთიერობას ყველაფერი ახლდა: ვნება, ეჭვიანობა, სილამაზე თუ სიგიჟე… ურთიერთობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ქორწინება გადაიხადეს. მსახიობს ყვითელი კაბა ეცვა, თმაში კი ყვავილები ჰქონდა ჩაქარგული. რიჩარდი აუქციონებზე ძვირადღირებულ სამკაულს ყიდულობდა ად მეუღლეს უძღვნიდა, სწორედ მან აჩუქა მსოფლიოს ყველაზე დიდი მარგალიტი, რომელსაც მისი სახელი ეწოდა – 33 კარატიანი ბრილიანტი.

10 წლიანი ურთიერთობა კამათმა და ჩხუბებმა დაანგრია. საკულტო რომანი 1974 წელს გაყრით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს სტანჯავდნენ, ერთი წლის შემდეგ ახლიდან დაქორწინდნენ. მეორე ცდაც წარუმატებლად დასრულდა. 10 თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ ერთად ყოფნა აღარ შეეძლოთ.

7.ჯონ უორნერი

მორიგი რჩეული ვირჯინიის შტატის სენატორი გახდა. საარჩევნო კამპანიაში სწორედ ელიზაბეტი უჭერდა მხარს, რამაც გაამრჯვება მოაპოვებინა. მაგრამ, მსახიობი მალევე მიხვდა, რომ ურთიერთობას მისთვის ბედნიერება არ მოჰქონდა. ახალი ქმარი ელიზაბეტის შემოქმედების გულშემატკივარი არ ყოფილა, მსახიობი კი მიჩვეული იყო, რომ აღმერთებდნენ. ყურადღების ნაკლებობის გამო ალკოჰოლს ეძალებოდა. ქორწინებამ 6 წელს გასტანა.

8.ლარი ფორტენსკი

უკანასკნელი ოფიციალური ქორწინება მარტოსულობიდან გაქცევის საშუალებას უფრო ჰგავდა. ნიშნობიდან 5 წელი გაატარეს ერთად. განქორწინებისას კი მსახიობმა განაცხადა, რომ ქორწინებებისგან დაიღალა.