“წაშალეთ ფეისბუქ ექაუნთები” – ჯიმ ქერი ხალხს აფრთხილებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ჯიმ ქერი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, ნიჭიერი და სრულყოფილი მსახიობია, რომელმაც უამრავი უნიკალურად შესრულებული როლით დაამახსოვდა და შეაყვარა თავი მაყურებელს.

ის ახლა მიმართავს ხალხს, რომ გააუქმონ და წაშალონ თავიანთი ფეისბუქ ექაუნთები. რამდენიმე ხნის წინ ქერიმ თვითერზე დაწერა, რომ ყველამ უნდა გააუქმოს ფეისბუქ პროფილი. მან თვითონვე გადაწყვიტა ეს პირველს გაეკეთებინა, რადგან თვლის, რომ სოციალური მედიის გიგანტი-ფეისბუქი, სარგებლობდა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსული ჩარევით, რამაც რუსული წარმოშობის ცრუ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.

 

 

მსახიობი აცხადებს, რომ კომპანია ფესიბუქი ამ ყველაფერზე არ რეაგირებს და თავის პოსტს ასრულებს ჰეშთეგით #unfriendfacebook.

გაუზიარე მეგობრებს!