ნეტფლიქსის 17 ფილმი, რომელსაც 2018 წელს ვიხილავთ

იპოვე ფილმი სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

გთავაზობთ ნეტფლიქსის იმ 17 ფილმის სიას, რომლებსაც წელს ვიხილავთ

 

1.სანამ გავიღვიძებ
ფილმი 5 იანარს გამოვიდა და ამბობენ, რომ საშინელებათა ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მოგვითხობს წყვლის ისტორიას. მათ ბავშვი იშვილეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სანამ პატარას სძინავს, უცნაური მოვლენები ხდება. ფილმში მთავარ როლებს ტომას ჯეინი და ქეით ბოსვორტი თამაშობენ.

 

2.პოლკას მეფე
ფილმი 12 იანვარს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ჯეკ ბლექი ასრულებს. მისი ტაგლაინია – “უდიდესი სკანდალი პოლკას ისტორიაში”. კინომანები ამბობენ, რომ ფილმი საკმაოდ მხიარული და ერთგვარად სკანდალურია.

 

3.ნახევარდები
ფილმი ცეკვებზეა და 19 იანვარს გამოდის ეკრანებზე. მთავარ როლშია ჯამილა, რომელიც ცეკვის ინსტრუქტორია და თეთრკანიან გოგონებს ცეკვას ასწავლის.

 

4.ღია სახლი
19 იანვარს მხოლოდ “ნახევარდები” არ გამოდის, ეს თარიღი ასევე საშინელებათა ფილმს “ღია სახლს” აანონსებს. დედა-შვილი ახალ სახლში გადადის, სადაც უცნაური მოვლენები ხდება.

 

5.უნაყოფო და სულელური ჟესტი
კინომანები ამბობენ, რომ ეს ფილმი ლეგენდარულო გახდება. მასში თამაობენ კრისტოფერ გესტი, ჩევი ჩეისი, ჯილდა რადნერი და დუგლას კენი. მას 26 იანვარს ვიხილავთ ეკრანებზე.

 

6.სხეულსა და სულზე
ფილმი ორ ადამიანზეა, რომლებიც სასაკლაოზე მუშაობენ. მათ აქვთ ერთნაირი ოცნებები და ცდილობენ, რომ ის, რაც გონებაში აქვთ, რეალობად აქციონ.
ფილმი 2 თებერვალს გამოდის.

 

7.რიტუალი
რამდენიმე მეგობარი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ტყეში სამოგზაუროდ მიდის. მალე ისინი შეიტყობენ, რომ მათზე ნადირობენ და ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რათა გადარჩნენ.
ფილმს 9 თებერვალს ვიხილავთ.

 

8.მუნჯი
ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი დაანონსებული არ არის, მაგრამ მისი ჟანრი თრილერია და თამაშობენ ალექსანდრე სკალსგარდი, პოლ რუდი და ჯასთინ ტეროუქსი. სკარსგარდი მუნჯი მებუფეტის როლშია, ის ვერ ივიწყებს ქალს, რომელიც მისი ცხოვრებიდან გაქრა. კაცი შეყვარებულის ძებნას იწყებს და მიდის ბერლინის სიღრმეებში. მან არ იცის ვინ დაეხმარება და ვის შეიძლება ენდოს, მაგრამ მაინც მიიწევს წინ.

 

9.თამაში დასრულდა, ძმაო
კომედიურ ფილმს 23 მარტს ვიხილავთ. ვარაუდობენ, რომ ის პატრიოტული კომედია იქნება.

 

10.ტვირთი
მარტინ ფრიმენი ენდის როლში. მას და მის ჩვილ ქალიშვილს უცნაური არსებები მისდევენ, რომლებიც პანდემიით არიან დაინფიცირებულები. ენდის მხოლოდ 48 საათი აქვს, სანამ ისიც ერთ-ერთ მათგანად გადაიქცევა.
ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

 

11.მოდი კვირას
რა შეიძლება მოუვიდეს მღვდელს, რომელმაც განაცხადა, რომ ჯოჯოხეთი არ არსებობს? ის შეიძლება გამბედავად შერაცხონ? არა, ფილმში კარლტონ პირსონს, რომელსაც ჩივეტე ეჯიოფორი თამაშობს, ეკლესიიდან გააძევებენ.
ფილმის გამოსვლის ზუსტ თარიღს მალე შევიტყობთ.

 

12.ბადრიჯნის ემოჯი
თინეიჯერი ბიჭი შემთხვევით მოიჭრის “ნაწილს” და მეგობარს დახმარებას სთხოვს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნეტფლიქსის ფანტაზია უსაზღვროა.
ფილმს ასევე 2018 წელს ვიხილავთ და გამოსვლის ზუსტი თარიღიც მალე გახდება ცნობილი.

 

13.როგორ მთავრდება ის
აპოკალიფსური შინაარსის ფილმი გვიყვება მამის შესახებ, რომელსაც სახლში დაბრუნება და მისი ორსული ცოლის ნახვა უნდა. მოვლენების აპოკალიფსური განვითარება კი მას ამაში ხელს უშლის. მსახიობები არიან: ფორესტ უაიტაკერი, ტეო ჯეიმსი და კეტ გრაჰამი. ჯეიმსი კი მთავარ როლშია და უილს ანსახიერებს.
ეკრანებზე ფილმს ასევე 2018 წელს ვიხილავთ.

 

14.მიაყენე
ორი კოლეგა ცდილობს თავიანთი ბოსების “ადგილზე მოსმას”. ისინი გადაწყვეტენ, ეს ერთად გააკეთონ.

 

15.ქარის მეორე მხარე

 

16.კვირა
ადამ სენდლერი და კრის როკი ახალ კომედიას გვთავაზობენ. ადამი და მისი მეგობრები უარს ამბობენ გაზრდაზე. დიახ, ისტორია ნამდვილად საინტერესო იქნება.

 

17.უკანონო მეფე
მე-14 საუკუნე. კრის პაინი რობერტ ბრიუსის როლში. ისტორიული ჟანრის მაყურებლებმა ეს ფილმი ნამდვილად არ უნდა გამოტოვონ.