კლასიკად ქცეული 10 ფილმი

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

კინომანებს უყვართ ახალგამოსული ფილმების ყურება, შეფასება და გაკრიტიკება, მაგრამ, მოდით, ცოტა ხნით მსოფლიო კინოკრიტიკოსების მიერ შედევრებად აღიარებულ ფილმებს დავუბრუნდეთ, გავიხსენოთ გენიალური ეკრანიზაციები და კიდევ ერთხელ ვისიამოვნოთ ამ ფილმებით:

1.ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (1975)
უდავოა, რომ მილოშ ფორმანის ეს ფილმი მსოფლიო ფილმოგრაფიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მასში კენ კესის 1962 წლის ნოველა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” არის გაცოცხლებული. ფილმში ვითარება საგიჟეთში ხდება, როდესაც მენტალურად ავადმყოფ ადამიანებთან ყოფილი პატიმარი რენდლი მაკმერფი მოხვდება, როგორც პაციენტი, რომელმაც მენტალური დაავადების საფუძველზე 15 წლის გოგონა გააუპატიურა. კლინიკაში მოხვედრისთანავე მაკმერფი ეწინააღმდეგება მედდებს, უარს ამბობს წამლების მიღებაზე და გაქცევის გეგმას სახავს. მის როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს.

 

2.გაქცევა შოუშენკიდან (1994)
ყოფილი ბანკირი, ცოლისა და საყვარლის მკვლელობაში ბრალდებული ენდი დიუფრეინი სასჯელს შოუშენკის ციხეში იხდის, სადაც ის პატიმარ რედის გაიცნობს, ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის შოვნა შეუძლია. ტიმ რობინსისა და მორგან ფრიმენის დუეტი ნამდვილად განგაცვიფრებთ და უამრავ რამეზე დაგაფიქრებთ. უყურეთ ჰოლივუდურ შედევრს აქ.

 

3.ნათლია (1972)
მარლონ ბრანდოსა და ალ პაჩინოს მსახიობური შედევრი მოგვითხრობს ნიუ-იორკის სოციალური მაფიის ცოვრებასა და დონ კორლეონეს ოჯახის შესახებ. ფილმი სამ ნაწილადაა გადაღებული და ოსაკრისა და ოქროს გლობუსის რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებულია.

 

4.შინდლერის სია (1993)
სტივენ სპილბერგის ეპიკური დრამა, რომელშიც ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში. ფილმი ოსკარის, ბაფტასა და ოქროს გლობუსის რამდენიმე ნომინაციის ჯილდოს მფლობელია.

 

5.მებრძოლთა კლუბი (1999)
დევიდ ფიჩნერის საკულტო ფილმი ბრედ პიტისა და ედვარდ ნორტონის მონაწილეობით. ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ისტორიას, რომლებიც ცხოვრებამ დაჩაგრა და მათ გადაწყვიტეს აგრესიის სხვებისკენ ან საკუთარი თავისკენ მიმართვა. ფილმის მთავარ პერსონაჟს გაორება სჭირს და ასე ჩნდება მისი მეგობარი ტაილერ დერდენი, პირველად სწორედ ისინი ჩხუბობენ.

 

6.ლეონი (1994)
კრიმინალური დრამა ჟან რენოს, ნატალი პორტმანისა და გერი ოლდმანის მონაწილეობით. მთავარი გმირის, პროფესიონალი კილერის, ლეონის ცხოვრება პატარა გოგონასთან შეხვედრით თავდაყირა დგება.

 

7.პიანისტი (2002)
რომან პოლინსკის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ედრიენ ბროუდი თამაშობს. ფილმი დაფუძნებულია ებრაელი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის ამავე სახელწოდების მოგონებებზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

 

8.ფორესტ გამპი (1994)
რობერტ ზიმეკისის განთქმული დრამა, რომელმაც უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მოგვითხრობს ფორესტ გამპის – უნარშეზღუდული ბიჭის ცხოვრების ისტორიას, რომელიც უამრავ რამეზე დაგაფიქრებთ.

 

9.მაკულატურა (1994)
ამერიკული შავი კომედიის ჟანრის კრიმინალური დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ჯონ ტრავოლტა, სამუელ ელ ჯექსონი და უმა თურმანი ასრულებენ. ფილმი ცნობილია ეკლექტიკური დიალოგებით, იუმორისა და ძალადობის ირონიული აღრევით, არახაზობრივი სიუჟეტით, მთელი რიგი კინემატოგრაფიული ალუზიებითა და პოპ-კულტურის ელემენტებზე მინიშნებებით. მასში მოთხრობილია ლოს-ანჯელესის მაფიოზების, მცირე კრიმინალებისა და იდუმალი ჩემოდნის ისტორიები

 

10.უსახელო ნაბიჭვრები (2009)
ფილმის მოქმედებები ვითარდება 1941–1944 წლებში, ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში. მთავარი როლები ითამაშეს ბრედ პიტმა, მაიკ მაიერსმა, ელაი როთმა და კრისტოფ ვალცმა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისა და შედეგების ეკრანიზაცია მეტად საინტერესო და იდეალური აღმოჩნდა.

გაუზიარე მეგობრებს!