ნიკოლ კიდმანისა და რიზ უიზერსპუნის მილიონიანი სამსახური

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ყველასთვის ცნობილი HBO-ს სერიალი “Big Little Lies” და მისი მსახიობები რიზ უიზერსპუნი მედალაინ მართა მაკენზის, ხოლო ნიკოლ კიდმანი სელესტ რაითის როლებში. სერიალზე მუშაობა 2016 წლის იანვარში დაიწყო და მისი პრემიერა 2017 წლის თებერვალში შედგა. მან ემის 16 ნომინაციაში გაიმარჯვა.

ცნობილია, რომ სერილის მეორე სეზონს 2019 წელს ვიხილავთ. მას შემდეგ, რაც პროექტმა ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები აიღო, HBO-მ გადაწყვიტა ჰონორარი გაეზარდა, ნიკოლისა და რიზის ჰონორარმა კი მილიონ დოლარს მიაღწია, ისინი ამ თანხას თითო ეპიზოდში აიღებენ.
კომპანია ამას იმით ხსნის, რომ გარდა სერიალში თამაშისა, კიდმანი და უიზერსპუნი მეორე სეზონის პროდიუსერებიც არიან.

გაუზიარე მეგობრებს!