თვითმკვლელთა რაზმი ბრუნდება!!!

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

დევიდ ეიერის 2016 წლის ფილმმა “თვითმკვლელთა რაზმი” კრიტიკოსთა აზრები ორად გაყო, ზოგი ამბობდა, რომ ფილმი დაბალი დონის იყო და მეტს მოელოდნენ, ზოგს კი ძალიან მოსწონდა ის და უმაღლეს შეფასებას აძლევდა. ფილმში მონაწილეობდნენ უილ სმიტი, მარგო რობი, ჯარედ ლეტო და სხვანი. ყველა გაოცდა, როცა Warnen Brothers-მა მეორე ნაწილზე დაიწყო მუშაობა. ეს-ესაა ფილმის დეტალები ამოტივტივდა და მსახიობი ჯოელ კინამანი სიურპრიზად გვიმხელს, რომ ჰერნანდესის ცეცხლოვანი დიაბლო დაბრუნდება და მას ამანდა ვალერი დააბრუნებს, რომლის როლსაც ვაიოლა დეივისი ასრულებს.

დიაბლოს დაბრუნებაზე საუბარი 2016 წელსაც იყო, როცა ჰერნანდესმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “ჯერ არაფერი ვიცი, რომც ვიცოდე არ გეტყოდით, თუმცა შემიძლია ერთი ვთქვა: დიაბლო მეტაადამიანია და არსებობს რაღაც შანსები მისი დაბრუნების…”
ასევე ცნობილია, რომ ფილმში დუეინ ჯონსონი ითამაშებს “ბლექ ადამის” როლს.

ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე ფილმის წარმოება დაიწყება.

გაუზიარე მეგობრებს!